Belive

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში მედიისათვის დაიხურა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის უპრინციპულესი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს შესაძლოა გადაიდოს. "ბორჯღალოსნებისა" და "დათვების" მატჩი, 27 თებერვალს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" უნდა გაიმართოს, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით შესაძლოა მატჩი არ ჩატარდეს. 24 თებერვალს, 17:00 სთ-ზე "რუსთავის სარაგბო სტადიონზე" რუსეთთან მატჩამდე "ბორჯღალოსნები" ღია ვარჯიშს გამართავენ. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ვარჯიში მედიისათვის დაიხურა. "ბორჯღალოსნების" ვარჯიშის კადრებს საქართველოს რაგბის კავშირი გაავრცელებს.

სხვა სტატიები