Belive

"საქართველო - ევროპის პასუხი კუნძულელებს" - ბრიტანულმა "Telegraph-მა" ბორჯღალოსნებს ვრცელი სტატია მიუძღვნა

5 წლის წინ რაგბი
7 წთ
შეგახსენებთ რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისში იმყოფება სადაც ქვეყნის მთავარ ნაკრებთან ერთობლივ წვრთნებს ატარებს. ამასთან დაკავშირებით Telegraph.co.uk-მა ქართული რაგბის პერსპექტივებს ვრცელი სტატია მიუძღვნა. "საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგზე დაყრდნობით საფრანგეთში 250-მდე ქართველი ბურჯი თამაშობს. გასულ ოქტომბერში ჰეიგი საფრანგეთის ტოპ 14-ის მატჩს უყურებდა, სადაც "გრენობლის" შემადგენლობაში მოთამაშე სახელად ბექა გიგაშვილი გამოჩნდა, რომლის გვარიც საეჭვოდ ქართულად ჟღერდა: "იმწამსვე ვიფიქრე რომ ეს ბიჭი  ერთ-ერთი ჩვენიანი უნდა გამხდარიყო" - გვიყვება ჰეიგი. "მის შესახებ გავიკითხე, არავინ არაფერი იცოდა, მას არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ეთამაშა, საფრანგეთში ახალგაზრდულ ასაკში წასულა და დაბალი ლიგის გუნდებში ასპარეზობდა, შემდეგ კი როგორღაც გრენობლში ამოყო თავი. როდესაც ის დავინახე მე ვთქვი - ჯანდაბა!" "თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ თბილისის ყველა ქუჩაზე და აუცილებლად ნახავთ ჩასკვნილ ბურჯს რომელიც ტროტუარზე სიგარეტს ეწევა, მამაკაცების უმეტესობა განიერბეჭებიანი და უკისროა. ისინი გენეტიკურად არიან შექმნილნი როგორც ძალიან ძლიერი ხალხი. მე ყოველთვის განვიხილავდი მათ როგორც ევროპის პასუხს კუნძულელებისთვის. ნებისმიერ მწვრთნელი ბედნიერი იქნებოდა იმ მდგომარეობაში ყოფნით როგორშიც მე ვარ: მარცხენა და მარჯვენა ბურჯები ბლომად მყავს" ეს არის იმის მიზეზი რატომაც საქართველოს ინგლისთან ერთად ზედიზედ მეორე წელია ვარჯიშობს.არც ერთი ქვეყანა არ ამზადებს იმ რაოდენობის და ხარისხის ბურჯებს რამდენსაც საქართველო , სწორედ ესაა მიზეზი იმის რომ გრემ როუნთრი საქართველოს ნაკრებში ფორვარდების გაწვრთნას დათანხმდა. "ვიგი (გრემ როუნთრის ზედმეტსახელი) ისე იყო როგორც ბავშვი სათამაშოების მაღაზიაში" - აგრძელებს ჰეიგი "ეს არის ადამიანი რომელმაც ლომების სამ ტურში (იგულისხმება ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) და სამ მსოფლიო ჩემპიონატზე იყო მწვრთნელი (როუნთრი 2007-2015 წლებში ინგლისელთა შერკინებას წვრთნიდა) და ის დაუჯერებლად გახარებულია ჩვენთან მუშაობით" სიხარულის ეს გრძნობა როუნთრისთვის არ განელებულა , ის ინგლისელთა ბანაკს 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად უბრუნდება. "ეს იქნება განსხვავებული გრძნობა მაგრამ არა უცნაური" - აცხადებს როუნთრი. "მე საკმარისად მაქვს სანერვიულო, ჩემი ბიჭები უნდა მოვამზადო. მე ვიცი რას ნიშნავს მათთვის ინგლისთან ვარჯიში და ისიც ვიცი თუ როგორი პატივისცემით ეპყრობიან მათ ინგლისელები. ეს სერიოზული ჯახი იქნება. უარყოფით მხარეებს საერთოდ ვერ ვხედავ: თუ ვიბრძოლებთ ბევრს ვისწავლით." ჰეიგს შეუძლია თავს უფლება მისცეს რომ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე სახლში დატოვოს, მათ მაგივრად კი ახალგაზრდე პირველხაზელები წაიყვანოს როგორებიც გიგაშვილი, "რასინგ 92-ის" ამომავალი ვარსკვლავი გურამ გოგიჩაშვილი და 18 წლის ჰუკერი ვანო კარკაძე არიან. წინა ვარჯიში მედიისთვის ღია იყო, იქ კი ქართულმა შერკინებამ ინგლისური გაანადგურა, თუმცა ჰეიგი წელს მეტ ბრძოლას ელის. "ჩვენ ძალიან ნასიამოვნები დავრჩით ჩვენი შერკინებით" - თქვა ჰეიგმა "ის ვარჯიში პირველი იყო და ჩვენ სუპერმოტივირებულნი ვიყავით, ედი მხოლოდ ერთს იძახდა (ინგლისელთა თავკაცი ედი ჯოუნსი) რომ მისი ბიჭები გაოცებულნი იყვნენ ჩვენი მოთამაშეების სიძლიერით. ამჯერად ინგლისი სულ სხვანაირი შემართებით დაგხვდება. ისინი ვეღარ გაოცდებიან და მაინტერესებს თუ როგორ მოერგებიან ჩემი ბიჭები ამ ყველაფერს" ბუნებრივი სიძლიერე იყო პირველი რამ რამაც როუნთრის საქართველოში ყოფნა მოანდომა. "სავარჯიშო დარბაზში მსგავსი არაფერი მინახავს, ის სიმძიმეები რასაც ისინი მარტივად სწევენ გამაოგნებელია " - ამბობს როუნთრი. ეს კი გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემების მიზეზის გახდა. "ძალიან ცოტა დარბაზია ვისაც ჩვენთვის მისაღები სიმძიმეები გააჩნია" - ამბობს ჰეიგი. "ისინი თითო ხელით 70 კგ-ს სწევენ, დიახ ჩვენ მსგავს მწვერვალებს ვეჭიდებით, ისინი არანორმალურები არიან. ბიჭები წოლით 220 კილოგრამს სწევენ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არა ვარჯიშის პროცესში მყოფი ძალოსნები არამედ მორაგბეები ვართ და თუ ამ სიძლიერებ მოედანზე არ გადაინაცვლა, ეს უბრალოდ დროის ხარჯვა იქნება" ვარჯიშების განრიგი ინგლისელთა მწვრთნელმა სტივ ბორტვიკმა და მისმა კოლეგამ როუნთრიმ შეიმუშავეს. წვრთნა მოიცავს უკანახაზელების ვარჯიშსაც და წინა წლისგან განსხვავებით გუნდი გუნდზე ვარჯიშს. საქართველო, რომელიც მომავალ შაბათს "რაგბი ევროპის " გათამაშების ეგიდით ბელგიას ესტუმრება ყველა ხარჯს თვითონ ფარავს, თუმცა ჰეიგი მიიჩნევს რომ ეს სწორი ინვესტიციაა. "გამოცდილება ჩვენი მოთამაშეებისთვის შეუფასებელია და ჩვენი ამ შესაძლებლობისთვის მადლობელნი ვართ" - აცხადებს ჰეიგი. "თუ არ შეგვიძლია მუდმივად ვითამაშოთ პირველი დონის გუნდების წინააღმდეგ, შემდეგი კარგი გამოსავალი მათთან ერთად წვრთნაა." საქართველოს ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, რაც ბოლო 12 წელში "რაგბი ევროპის" თასზე მეათე ჩემპიონობას გულისხმობს . ისინი ჯერჯერობით უფრო მაღალი კონკურენციის ტურნირზე თამაშს ვერ ახერხებენ. მიუხედავად იმისა რომ წინა მსოფლიო თასზე საქართველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა მას შემდეგ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარეს პირველი დონის ნაკრებებთან. "მე გამიხარდება თუ პირველი დონის ქვეყნებთან მუდმივი თამაშის საშუალება მომეცემა, ყოველი თამაშის გაანალიზების და მომდევნო კვირას კიდევ ერთ დიდ ჯახში მონაწილეობის მიღება ეს მშვენიერი იქნება. მაღალი დონის გუნდებთან თამაშის ნაკლებობა ხელს უშლის ჩვენს მუდმივ განვითარებას" ჰეიგი თავისი 8 წლიანი ქართული კარიერის მანძილზე ერთი და იგივე არგუმენტს იყენებს: თბილისი - ქალაქი რომელიც მალევე გახდება სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის საყვარელი ადგილი, ასევე ფინანსური სიძლიერე რომელსაც მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს, და ის ფაქტი რომ რომ საქართველო სწრაფად გახდება ანგარიშგასაწევი ძალა. "ყველაფერი მოგვარებულია გარდა მაღალი დონის მატჩებისა, იქნება ეს "ექვსი ერი" თუ სხვა ტურნირი ჩვენ უბრალოდ გვჭირდება შესაძლებლობა რომ გავიზარდოთ" - ამბობს მილტონ ჰეიგი.

სხვა სტატიები