სამოტივაციო შეხვედრები 7-კაცასთან და ბორჯღალოსნებთან
2 წლის წინ
რაგბი
5 წთ
ინტელექტუალური თამაში 7-კაცასა და ბორჯღალოსნებისთვის მძიმე სავარჯიშო კვირის შემდეგ, ნონო ანდღულაძემ 7-კაცას წევრებს გასართობი, ინტელექტუალური თამაში შესთავაზა – "ვაშენოთ ხიდები და არა კედლები". გუნდი ორ ნაწილად გაიყო. მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შეექმნათ ხიდის სხვადასხვა ნაწილი, რომლის შეერთებისას საბოლოოდ ერთ მთლიან ხიდს მიიღებდნენ. ორივე გუნდს ყავდა ორ-ორი ელჩი, რომელთა მეშვებით ხდებოდა აზრების გაცვლა და კომუნიკაცია. ანალოგიური თამაში ქონდა ეროვნულ ნაკრებსაც, რომელიც "მარტყოფის" ბაზაზე ზაფხულის ტესტებისთვის ემზადება, ოღონდ ამ შემთხვევაში მორაგბეები ოთხ ნაწილად გაიყვნენ და შესაბამისად, ოთხი დეტალის დამზადება და მათი შეერთება მოუწიათ.
თამაში სამ ნაწილს მოიცავდა – ხიდის დახატვა, ისე რომ ერთმანეთის ნახაზი არ ენახათ. გუნდები ვერ ნახულობდნენ ერთმანეთის ნამუშევარს და ელჩების კომუნიკაციის შედეგად, უნდა შეექმნათ მაქსიმალურად იდენტური ხიდი; ხიდის ნახევრის (ბორჯღალოსნების შემთხვევაში მეოთხედის) შექმნა, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებდა დგომას და ელჩების კომუნიკაციით, ისინი იდენტური იქნებოდა; ხიდის შეერთება, ნახაზების და ნამუშევრების შედარება და შეფასება. "მსგავს ინტელექტუალურ თამაშებს ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებებში ვიყენებდით, რაც ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნების განვითარება, კრეატიულობა, მოხერხებულობა, სწორი სტრატეგიის დაგეგმვა და დასახული მიზნის შესრულება. ეს არის გუნდის შენებისთვის საჭირო აქტივობა, რომელიც ამავდროულად სახალისოა და განტვირთვისთვის აუცილებელია მძიმე სავარჯიშო პერიოდში" – განაცხადა ნონო ანდღულაძემ.
ნიკა ალავიძესთან და ნონო ანდღულაძესთან შეხვედრით, ასევე ინტელექტუალური თამაშით კმაყოფილები დარჩნენ მოთამაშეები. 7-კაცას მენეჯერი სანდრო ნიჟარაძე ამბობს: "ნიკას დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით, მაგრამ გუნდში კოვიდი დაფიქსირდა და მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ის და ნონო ანდღულაძე ამ კვირაში გვესტუმრნენ და ვისაუბრეთ იმ ღირებულებებზე და მოლოდინებზე, რაც ამ ბიჭებს უნდა ქონდეთ. გვაქვს სურვილი, რომ 7-კაცა გახდეს პროფესიონალური და მეტი ყურადღება დაეთმოს. ვიცე პრეზიდენტმა ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და მთლიანობაში საინტერესო შეხვედრა გამოვიდა". "კვირას გვქონდა სახალისო, ინტელექტუალური თამაში და ხიდის შენებაში ყველამ შეიტანა საკუთარი წვლილი. როდესაც შეკრებაზე ხარ, დასვენების დღეებში ძალიან კარგი და საჭიროა ასეთი ტიპის გართობა". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი