სამხრეთ აფრიკა ინგლისის წინააღმდეგ დაირაზმა
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის 1/2-ფინალში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისა და ფინალისტის დაპირისპირება შედგება. სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის გზები კვლავ გადაიკვეთა, მაგრამ ამჯერად, "ბოკე" ინგლისის დამარცხებას 1/2-ფინალში შეეცდება.
ინგლისთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჟაკ ნინაბერმა, "ბოკეს" შემადგენლობა დაასახელა.
სამხრეთ აფრიკის რაზმი
შერკინება: 1. სტივენ კიტშოფი, 2. მბონგენი მბონამბი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ეთზებეტი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი (C), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. დუან ვერმულენი.
ხაზი: 9. კობუს რეინახი, 10. მენი ლიბოკი, 11. ჩესლინ კოლბე, 12. დამიან დე ალენდე, 13. ჯესი კრილი, 14. კურტ-ლი არენდსე, 15. დამიან ვილემსე.
მარქაფა: 16. დეონ ფური, 17. ოქს ნჩე, 18. ვინსენტ კოხი, 19 არჯეი სნიმანი, 20. კვაგა სმიტი, 21. ფაფ დე კლერკი, 22. ანდრე პოლარი, 23. ვილი ლე რუ.
სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის 1/2-ფინალური დაპირისპირება 21 ოქტომბერს, 23:00 საათზე, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.