Belive

საფრანგეთი ნამიბიის წინააღმდეგ დაირაზმა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის, ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, საფრანგეთისა და ნამიბიის დაპირისპირება შედგება. საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ფაბიენ გალტიემ, "ლე ბლეს" შემადგენლობა დაასახელა.

ურუგვაისგან განსხვავებით, ფაბიან გალტიემ ნამიბიასთან უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა, საფრანგეთს გრეგორი ალდრიტი ვერ დაეხმარება, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს. 

საფრანგეთის შემადგენლობა

შერკინება: 1) სირილ ბაილი 2) პეტო მაუვაკა 3) უინი ატონიო 4) კამერონ ვოკი 5) ტიბო ფლამენი 6) ფრანსუა კროსი 7) შარლზ ოლივონი 8) ენტონი ჟელონში.

ხაზი: 9) ანტუან დუპონი 10) მატიუ ჟალიბერი 11) ლუის ბილ-ბიარი 13) გაელ ფიკუ 14) დამიან პენო 15) ტომა რამო.

მარქაფა: 16) პიერ ბურგარიტი 17) რედა ვარდი 18) დორიან ალდერეგი 19) რომან ტაოფიფენუა 20) პოლ ბოდენტი 21) ბაპტისტ კულილუ 22) იორამ მოეფანა 23) მელვინ ჟამინე.

 

სხვა სტატიები