Belive

რუსეთი იაპონიისთვის "ქაოსის მოწყობას გეგმავს"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში იაპონიის მორაგბეთა ნაკრები რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს შეერკინება. გახსნითი მატჩის წინ, რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და "დათვების" კაპიტანი ოპტიმისტურ განწყობაზე არიან. "სიმართლე გითხრათ, იაპონია ძალიან სწრაფი ნაკრებია - შეცდომას არავინ უშვებს. ჩვენი შანსები 20%-ით ფასდება, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია. პატივს ვცემთ იაპონიის მორაგბეთა ნაკრებს მაგრამ ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს. გვინდა სიამოვნება მივიღოთ ჩვენი თამაშით", - აღნიშნა რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა. რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მსგავსად, "დათვების" კაპიტანმა ვასილი არტემიევმა განაცხადა, რომ იაპოანიას ქაოსი უნდა მოუწყონ. "იაპონია საკმაოდ დალაგებულ და ორგანიზებულ რაგბს თამაშობს. ისინი ფავორიტები არიან. საჭიროა, რომ მათ ქაოსი მოვუწყოთ და ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. იაპონია, როგორც ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გაცილებით უფრო დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება - ჩვენ კი სანერვიულო არაფერი გვაქვს", - აღნიშნა ვასილი არტემიევმა.

სხვა სტატიები