RUGBYDUMP | საფრანგეთი დამარცხებულია - ქართული რაგბის მომავალი ბრწყინვალეა
8 თვის წინ
რაგბი
1 წთ
3 აპრილი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაირეწება. ეს არის დღე, როდესაც 18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთი დაამარცხეს.
პარმაში გამართული დაძაბული მატჩის ბოლო წუთები განსაკუთრებით დრამატული გამოდგა. უმცროსი ბორჯღალოსნების რამდენიმე ფაზიანი მწვავე შეტევა საბოლოოდ ანრი შველიძის ლელოთი დასრულდა, გარდასახვა კი გიგი სირბილაძემ ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე 20:19 დააფიქსირა.
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა RUGBYDUMP ეხმაურება, რომელიც აღნიშნავს, რომ ქართული რაგბის მომავალი ბრწყინვალეა.
ქართული რაგბის მომავალი ბრწყინვალეა, მას შემდეგ, რაც პარმაში გამართული დრამატული მატჩის ბოლო წამებზე, საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები პირველი ტაიმის შემდეგ 9 ქულით მარცხდებოდნენ, მათ ეყოთ ძალა, რომ მეორე ტაიმში მეტოქისთვის ქულის აღების შესაძლებლობა არ მიეცათ, თავად კი უკანასკნელ წამებზე გადამწყვეტი ლელო გაეტანათ. - RUGBYDUMP
შეგახსენებთ, 18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალის დასკვნით მატჩში, უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 7 აპრილს, პარმაში გაიმართება.