რაგბის მსოფლიო თასი: 1/2 ფინალური დაპირისპირებები - შემადგენლობები და ურთიერთშეხვედრები
4 წლის წინ
რაგბი
2 წთ
ინგლისი Vs. ახალი ზელანდია
პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება იოკოჰამაში, იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთამანეთს მსოფლიოს ნომერი პირველი და მეორე ნაკრებები - ახალი ზელანდია და ინგლისი დაუპირისპირდებიან. მატჩის მთავარი მსაჯი კი - ნაიჯელ ოუენსი იქნება. ურთიერთშეხვედრები: მეტოქეები ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ. მათ ერთმანეთში 41-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 33-ჯერ ზელანდიელებმა, ხოლო 7-ჯერ ინგლისელებმა იმარჯვეს, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბოლო ურთიერთშეხვედრა: ბოლოს ისინი ერთმანეთს 2018 წლის 10 ნოემბერს შეხვდნენ, სადაც "შავებმა" დაძაბულ ბრძოლაში 15:16 იმარჯვეს.ინგლისი 15:16 ახალი ზელანდია
ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/51565/EHoPrxYUUAAVje1-1024x576.jpg)
ახალი ზელანდიის შემადგენლობა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/51566/EHnEmNPU8AEICvH-1024x576.jpg)
უელსი Vs. სამხრეთ აფრიკა
ნახევარფინალური ეტაპი სწორედ ამ მატჩის დასრულდება და ამ შეხვედრაში გამარჯვებული ფინალის საგზურს მოიპოვებს. უელსისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე აიღებს სტარტს. მატჩი ასევე იოკოჰამაში, იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე გაიმართება. მატჩის მთავარი მსაჯი - ჟერომ გარსეზი იქნება. ურთიერთშეხვედრები: მეტოქეები ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ 35-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 28-ჯერ სამხრეთ აფრიკამ გაიმარჯვა, ხოლო 6-ჯერ უელსმა, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბოლო ურთიერთშეხვედრა: დღევანდელ მე-3 და მე-4 ადგილოსან ნაკრებებს შორის ბოლო ურთიერთშეხვედრა 2018 წლის 24 ნოემბერს გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკა 20:11 დაამარცხა.უელსი 20:11 სამხრეთ აფრიკა
უელსის ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/51568/72794521_2110204755956161_1625845292781797376_n.jpg)
სამხრეთ აფრიკის შემადგენლობა უელსის ნაკრების წინააღმდეგ
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/51569/EHoNH9aU4AA8OPh-1024x576.jpg)