რაგბის მსოფლიო თასზე შოტლანდიას ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა
სამხრეთ აფრიკელი მალკოლმ მარქსის შემდეგ, რაგბის მსოფლიო თასს კიდევ ერთი კვაჭი გამოაკლდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - დევიდ ჩერიმ, სასტუმროში ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიო თასზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შოტლანდიელი მორაგბე სასტუმროს კიბეებზე დაგორდა და ტვინის შერყევა მიიღო. ტრავმირებულ დევიდ ჩერის სტიუარტ მაკკინალი ჩაანაცვლებს.
❌ David Cherry
— Rugby on TNT Sports (@rugbyontnt) September 14, 2023
✅ Stuart McInally
Having suffered a concussion in the Scotland hotel earlier this week, David Cherry is OUT of the World Cup with Stuart McInally called up as his replacement. #RWC2023 pic.twitter.com/cUsypumeWv
შეგახსენებთ, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის დაპირისპირება გაიმართა, რომელიც "სპრინგბოქსის" გამარჯვებით 18:3 დასრულდა.