Belive

რაგბის კავშირის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნება 2021 წლის 10 მარტს. 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ "საქართველოს რაგბის კავშირის" საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები