Belive

რაგბი ევროპამ ტაბუცაძის ლელო გამოარჩია

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართული მატჩი, ბორჯღალოსნების გამარჯვებით 31:10 დასრულდა.

ერთ-ერთი გატანილი ლელოს ავტორი აკა ტაბუცაძე გახდა, რომელმაც ბრწყინვალე გუნდური შეტევა, არანაკლებ ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა. აკა ტაბუცაძის ლელო ტურნირის ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და მეორე ტურის საუკეთესო ლელოსთვის მებრძოლთა ნომინანტებში შეიყვანეს.

მეორე ტურის საუკეთესო ლელოს ავტორობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. ხმის მიცემა კი რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, 16 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი.

სხვა სტატიები