Belive

ყველაზე არაინგლისური ინგლისის ნაკრები - ედი ჯონსის ექსპერიმენტი

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი, რომელიც შოტლანდიისა და უელსის რაგბის კავშირებს სელექციის გამო მუდმივად აკრიტიკებდა, თავად გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი.

გაგიკვირდებათ და ჯონსმა, რომელიც მუდმივად აპელირებდა შოტლანდიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებების რიგებში მოთამაშე "უცხოტომელების" რაოდენობის შესახებ, ინგლისის ნაკრებში 8 არაინგლისელს უხმო.

რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ედი ჯონსის რჩეულთა შორის, ქართული ფესვების მქონე მორაგბეც მოხვდა. "გლოსტერის" ბურჯი - ვალ რაფავა-რუსკინი ინგლისის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. აღსანიშნავია, რომ რაფავა-რუსკინი ვეტერანი "ბორჯღალოსნის" გია რაფავას ვაჟია. 29 წლის მორაგბე ინგლისის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მეორედ დასახელდა. პირველად რაფავა-რუსკინი 2019 წელს გამოიძახეს, თუმცა მას "ვარდების" კვართის მორგების შესაძლებლობა არ მიეცა.

8 არაინგლისელი მორაგბე, რომელიც ედი ჯონსმა გამოიძახა

მანუ ტუილაგი (სამოა)

  • ასაკი: 31
  • პოზიცია: ცენტრი
  • კლუბი: "სეილ შარკსი"
  • კეპი: 46
  • კვალიფიკაცია: მოქალაქეობა (2007)


ბევან როდი (შოტლანდია)

  • ასაკი: 22
  • პოზიცია: ბურჯი
  • კლუბი: "სეილ შარკსი"
  • კეპი: 2
  • კვალიფიკაცია: მშობელი


მაკო ვუნიპოლა (ახალი ზელანდია)

  • ასაკი: 31
  • პოზიცია: ბურჯი
  • კლუბი: "სარასენსი"
  • კეპი: 70
  • კვალიფიკაცია: მოქლაქეობა (2008)


ბილი ვუნიპოლა (ავსტრალია)

  • ასაკი: 29
  • პოზიცია: ფლანკერი
  • კლუბი: "სარასენსი"
  • კეპი: 64
  • კვალიფიკაცია: მოქალაქეობა (2008)


მარკუს სმიტი (ფილიპინები)

  • ასაკი: 23
  • პოზიცია: მგეზავი
  • კლუბი: "ჰარლეკინი"
  • კეპი: 13
  • კვალიფიკაცია: მშობელი


ჯო კოკანასიგა (ფიჯი)

  • ასაკი: 24
  • პოზიცია: ფრთა
  • კლუბი: "ბათი"
  • კეპი: 11
  • კვალიფიკაცია: მოქალაქეობა (2003)


დევიდ რიბანსი: (სამხრეთ აფრიკა)

  • ასაკი: 27
  • პოზიცია: მხტომელი
  • კლუბი: "ნორთჰემპტონი"
  • კეპი: 0
  • კვალიფიკაცია: მოქალაქეობა (2011)


ვალ რაფავა-რუსკინი (საქართველო)

  • ასაკი: 29
  • პოზიცია: ბურჯი
  • კლუბი: "გლოსტერი"
  • კეპი: 0
  • კვალიფიკაცია: მოქალაქეობა (2020)


შემოდგომის ტესტ-მატჩებში, ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები არგენტინას, სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები