Belive

"ქართველები დიდები და ძალიან ძლიერები არიან" - უელსის მთავარი მწვრთნელი

6 დღის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ქალაქი ვიში 18-წლამდელთა 6 ერის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნებიც ასპარეზობენ.

საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები პირველ მატჩში იტალიასთან დამარცხდა და 14 აპრილს, 20:30 საათზე უელსს დაუპირისპირდება.

უმცროს ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ, მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა.

საქართველო პირველ მატჩში იტალიასთან დამარცხდა, ამიტომ ახლა მათთან მტკივნეული დაპირისპირება გველის. ქართველები დიდები და ძალიან ძლიერები არიან და ჩვენგან განსხვავებული სტილით თამაშობენ. ეს დიდ დისკომფორტს შეგვიქმნის.

აუცილებელია, რომ შეცდომების გარეშე ვითამაშოთ. შერკინების ფორვარდები დომინანტები არიან და ხაზშიც, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. დღეს ჩემი გუნდი განსხვავებული გამოწვევის წინაშე დგას. უმაღლესი დონის პერფორმანსი უნდა ვაჩვენოთ. შარშან შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ, ვნახეთ, რომ ქართველები გამოვიდნენ და საფრანგეთს მოუგეს. მათ ინგლისის წინააღმდეგაც უნდა მოეგოთ.

საქართველო ამ ტურნირზე მოწვეული გუნდის სტატუსით თამაშობს, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ, გამარჯვებისთვის ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. - რიჩი პიუ.

შეგახსენებთ, უელსის შემდეგ საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები ფესტივალზე კიდევ ერთ მატჩს გამართავს. 18 აპრილს უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.