"ქართველები სხვა ადამიანები არიან" - Rugbypass უმცროს ბორჯღალოსნებზე
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
U20 რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. ფიზიკურად ორ ძალიან ძლიერ გუნდს შორის გამართული მატჩი, სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით 33:23 დასრულდა, თუმცა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს რიგ ეპიზოდებში განსაკუთრებული ხიფათი შეუქმნეს და ღირსეულად იასპარეზეს.
ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Rugbypass-ი თამაშიდან ერთ-ერთი ეპიზოდის ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც სამხრეთ აფრიკის ხაზის მოთამაშე პირდაპირ ქართველ ფორვარდებს ჩაუვარდა ხელში.
TikTok-ზე ვიდეო შემდეგი სახელწოდებით განთავსდა: "ქართველები სხვა ადამიანები არიან. ძმამ გაიგო, რატომ არ უნდა გადაეყაროს პირდაპირ ქართველ მორაგბეებს".