ქანდის ტურნირი "ყაზბეგმა" მოიგო (ფოტო/ვიდეო)
3 წლის წინ
რაგბი
2 წთ
ტურნირში ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: "ყაზბეგი", "აკადემია", "წიქარა", "მამონტები", "ავჭალა" და "ხარები". მისი მიზანი ქანდასა და მის შემოგარენში რაგბის პოპულარიზაცია იყო და მან შედეგი უკვე გამოიღო - "მუხაში" მოვარჯიშეთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. რაც შეეხება ტურნირს, გუნდები ორ სამგუნდა ჯგუფში განაწილდნენ და პირველ-მეორე ადგილზე გასულებმა ჯერ ნახევარფინალები და მერე ფინალები ითამაშეს, ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსნებმა მე-5 ადგილი გაითამაშეს. ფინალში "ყაზბეგმა" "აკადემია" დაამარცხა და მთავარი ჯილდო - თასი, ქანდის მოედნის მეპატრონისგან, ნუგზარ წიკლაურისგან ჩაიბარა.
პირველ-მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი, ხოლო დანარჩენებს ტურნირის მონაწილის სიგელი "ყაზბეგის" კაცთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ჩქარეულმა გადასცა. გამოვლინდა ქანდის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც და ეს პატივი წილად ნიკოლოზ ჩაჩანიძეს ("აკადემია") ხვდა. მან სპეციალური თასი მერაბ კვირიკაშვილისგან ჩაიბარა.