planetrugby - თვიქენჰემზე საქართველომ საამაყო პერფორმანსი აჩვენა
5 წლის წინ
რაგბი
3 წთ
"შერკინებაში ქართველები შეუპოვრად იდგნენ და თითოეული სანტიმეტრისთვის გმირულად იბრძოდნენ. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერმა "ბორჯღალოსნებმა" მათი დაცვით უნდა იამაყონ. ქართველი მორაგბეების ფიზიკური სიმყარე სრული 80 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა. ინგლისთან დაპირისპირების შემდეგ, საქართველო მნიშვნელოვნად გაიზრდება. "ბორჯღალოსნები" მოედნის ყველა მონაკვეთში გაიტესტნენ და მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: "თვიქენჰემზე" გამართულ სადებიუტო შეხვედრაში, საქართველომ თავი საამაყოდ წარმოაჩინა", - აღნიშნულია planetrugby-ს სტატიაში.კიდევ ერთი ცნობილი სარაგბო პორტალი - rugby.co.uk კოკი თხილაიშვილისა და ბექა გიგაშვილის პერფორმანსით მოიხიბლა. გამოცემამ ორივე მათგანის თამაში 7-7 ქულით შეაფასა და ქართველ მორაგბეებს შორის, ყველაზე მაღალი ქულა დაუწერა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მისამართით საქებარი სიტყვები ედი ჯონსმაც არ დაიშურა. ჯონსმა ძლიერ ქართულ შერკინებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ინგლისელთა ერთ-ერთ მთავარ მიზანს შერკინების არ დათმობა წარმოადგენდა.