Belive

Planet Rugby: ,,ნიკა ამაშუკელი მსოფლიოს ელიტარულ მსაჯად დამკვიდრებას განაგრძობს''

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ცნობილმა ბრიტანულმა ვებგვერდმა, PlanetRugby-მ, სოციალურ ქსელში ქართველ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს პოსტი მიუძღვნა. ,,ქართველი საკუთარი თავის მსოფლიოს ერთ-ერთ ელიტარულ მსაჯად დამკვიდრებას განაგრძობს,'' - წერს Planet Rugby და აქვეყნებს Couch Referee-ს პოსტს, სადაც ვკითხულობთ:

,,ლენსტერისა და ლესტერის შეხვედრამ ერთი რამ ცხადყო - ნიკა ამაშუკელი ამ დროისთვის რაგბის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსაჯია. იყო რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგი და დაბალანსებული თამაში ჰქონდა.''

ნიკა ამაშუკელმა გუშინ ,,ლენსტერსა'' და ,,ლესტერ თაიგერსს'' შორის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში იმსაჯა. შეხვედრა ირლანდიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 55:24 დასრულდა.

სხვა სტატიები