Belive

Planet Rugby-მ ავსტრალიასთან ქართველი მორაგბეების თამაში შეაფასა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

სარაგბო გამოცემამ Planet Rugby-მ ავსტრალიასთან წაგებულ მატჩში საქართველოს ნაკრებიდან ლუკა მატკავას თამაში გამოარჩია, რომელსაც ყველაზე მაღალი - 7 ქულა დაუწერა:

,,ბორჯღალოსნების მთავარმა გამთამაშებელმა რთულ მომენტებში კარგად ითამაშა და მეტოქის დაცვაც გამოსცადა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, დაცვაშიც ბრწყინავდა.'' - წერს ვებგვერდი ქართველ მორაგბეზე.

6-ქულიანი შეფასება 5-მა ბორჯღალოსანმა (ნოდარ ჭეიშვილმა, თორნიკე ჯალაღონიამ, ლუკა ივანიშვილმა, ბექა გორგაძემ და დავით ნინიაშვილმა) დაიმსახურა.

ვებგვერდმა 5 ქულით შეაფასა აკაკი ტაბუცაძე, დემურ ტაპლაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, შალვა მამუკაშვილი და ნიკა აბულაძე, ყველაზე დაბალი, 4-ქულით კი - გურამ პაპიძე, მირიან მოდებაძე, ვასკა ლობჟანიძე და მერაბ შარიქაძე.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველო ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

ბორჯღალოსნები მომავალ შეხვედრას 23 სექტემბერს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები