Belive

,,უელსელი მასპინძლების გამწარება ქართველებისთვის ტრადიციად იქცა'' - Planet Rugby

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

სარაგბო გამოცემამ, Planet Rugby-მ, ევროტურნირების სათამაშო ტური შეაფასა და ტიერ-2 ქვეყნებიდან ორი ქართველი მორაგბე - ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი) და გელა აფრასიძე (ბაიონი) გამოარჩია:

,,ეს იყო გამორჩეული შაბათ-კვირა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან ,,შავმა ლომმა'' თავისთვის სადებიუტო ჩელენჯ ქაფის სეზონში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!'' - წერს ვებგვერდი.

,,2022 წელს, ბორჯღალოსნების უელსში გამარჯვების შემდეგ, როგორც ჩანს, უელსელი მასპინძლების გამწარება ქართველებისთვის ტრადიციად იქცა. რადგან ამ შაბათ-კვირას შავმა ლომმა სკარლეტსი მათსავე მოედანზე დაამარცხა.

ლუკა მატკავა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მაგრამ აღნიშვნის ღირსი რვა ნომერი ლუკა ივანიშვილიცაა!

ახალგაზრდა ქართველი მორაგბე, რომელმაც 15 ბოჭვა შეასრულა, უბრალოდ დომინანტი იყო და მისი ფიზიკური ძალა შავ ლომს მძიმე სტარტის შემდეგ, ძალიან დაეხმარა. - Planet Rugby

ივანიშვილის გარდა, Planet Rugby გელა აფრასიძეზეც წერს, რომლის ,,ბაიონი'' ,,გლაზგო უორიორსთან'' დამარცხდა:

გელა აფრასიძეზე - ,,ჩვენ დროს ვუთმობთ დუპონზე, არატასა და სერინზე საუბარს, მაგრამ გელა აფრასიძის გამორჩევაც აუცილებელია, განსაკუთრებით, პარასკევის მატჩის შემდეგ...

მისი გუნდის მარცხის მიუხედავად, ქართველმა მორაგბემ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. მართალია, მას შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონია, თუმცა მისი მაღალი ტემპი მასპინძლებს მატჩში დარჩენაში დაეხმარა. პასებში 100%-იანმა სიზუსტემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რატომ არის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიბაიონისთვის.'' - Planet Rugby

სხვა სტატიები