ოუენ ფარელი ნაკრებს დაემშვიდობა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - ოუენ ფარელმა, სანაკრებო რაგბისგან დროებით დასვენება გადაწყვიტა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ფარელმა ნაკრები განუსაზღვრელი დროით დატოვა.
მსოფლიო რაგბის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების მენტალური კეთილდღეობის გამო მიიღო.
ინგლისის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფარელი 2024 წლის 6 ერზე არ ითამაშებს.
