როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - მერაბ შარიქაძემ, ფრანგული "ორიაკი" დატოვა.
მერაბ შარიქაძე "ორიაკში" 2014 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 74 მატჩი ჩაატარა და 8 ლელოს დადება მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ბორჯღალოსნების კაპიტანი.
ფრანგული კლუბი მას რამდენიმე წუთის წინ დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და კარიერაში წარმატებები უსურვა.