Belive

ოფიციალურად: ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისთვის 6 ერი დასრულდა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ინგლისის ნაკრებისა და "სარასენსის" მეორე ხაზელი - მარიო იტოჯე 8 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის 6 ერის ტურნირი დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მარიო იტოჯემ მძიმე დაზიანება მუხლის არეში მიიღო და იგი 6 ერის პირველ მატჩში 54-ე წუთზე შეცვალეს. მარიო იტოჯეზე ისაუბრა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ედი ჯონსმა: " მარიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესი მეორეხაზელია და რა თქმა უნდა მისი არ ყოფნა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება,  თუმცა ვერაფერს ვერ შევცვლით. მის მაგივრად ნაკრებში ჯო ლანჩბერი ითამაშებს და იგი ინგლისის ნაკრების ჩემპიონობისთვის თავს არ დაზოგავს. ჩვენ ახლა მხოლოდ მომავალ მატჩებზე ვფიქრობთ და შესაბამისად უნდა დავივიწყოთ იტოჯეს ტრავმა. ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახლა მხოლოდ მომავალ მატჩებზე ვფიქრობთ." შეგახსენებთ, რომ ინგლისი ნაკრებმა 6 ერზე, პირველი მატჩი სტუმრად დუბლინში 20:32 იმარჯვა და პირველი ტურის შემდეგ, 5 ქულით ცხრილის სათავეშია.  

სხვა სტატიები