Belive

ოფიციალურად: ჟვანია ამერიკული სარაგბო კლუბის ღირსებას დაიცავს

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, "ჩიკაგო ჰაუნდსის" ღირსებას, ქართველი ბურჯი - ზურაბ ჟვანია დაიცავს. ამერიკული სარაგბო კლუბის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ ჟვანია "ჩიკაგო ჰაუნდსის" კვართს მომავალ სეზონში მოირგებს.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჟვანია გახდა მეორე ქართველი მორაგბე, რომელიც MLR-ში ითამაშებს. წარსულში, "ჰიუსტონის" ღირსებას ასევე ბურჯი - ლექსო ხატიაშვილი იცავდა. რაც შეეხება ჟვანიას, ეს მისთვის მეოთხე უცხოური კლუბია - კარიერის განმავლობაში ქართველი ბურჯი "სტად ფრანსეს", "უოსპსისა" და "გრენობლის" რიგებში ასპარეზობდა.

32 წლის ჟვანიას ზურგს 36 სანაკრებო კეპი უმაგრებს, სადაც 50 ქულის დაგროვება შეძლო.