Belive

ოფიციალურად: ბორჯღალოსნებსა და შავ ლომს რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზის - "შავი ლომის" მთავარ მწვრთნელად, რიჩარდ კოკერილი დაინიშნა.

რიჩარდ კოკერილის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ, ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ თვეს გავრცელდა, თუმცა, 53 წლის ინგლისელი სპეციალისტის ოფიციალური წარდგენა 18 იანვარს მოხდა. პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, კოკერილი ფრანგული "ტულონისა" და "მონპელიეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, მაგრამ საუკეთესო წლები შოტლანდიური "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა. კოკერილი ინგლისის მორაგბეთა ნაკრების შერკინების მწვრთნელიც გახლდათ.

სხვა სტატიები