ნოემბრის ტესტები | ბორჯღალოსნების მეტოქე ცნობილია
მსოფლიო რაგბიმ მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ტესტ-მატჩები "შემოდგომის ერთა სერიის" ფარგლებში გაიმართება. მსოფლიო რაგბის მიერ გამოქვეყნებულ კალენდარში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი დონის მეტოქესთან მხოლოდ 1 ტესტ-მატჩს გამართავს. 14 ნოემბერს, საფრანგეთი საქართველოს დაუპირისპირდება. "ლე ბლესა" და "ბორჯღალოსნების" შეხვედრა ბორდოში გაიმართება. საფრანგეტის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პარალელურად, "ბორჯღალოსნები" სავარაუდოდ მეორე ეშელონის ერებსაც დაუპირისპირდებიან და საქართველოში 2 ტესტ-მატჩს გამართავენ. ამ წუთისათვის უცნობია, თუ რომელი ერები ეწვევიან საქართველოს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეებად, ფიჯი, სამოა, აშშ და კანადა განიხილებიან.
See the full Fixtures list here 👇 pic.twitter.com/V7RXmEfToV — Autumn Nations Series ⚡ (@autumnnations) August 19, 2021