Belive

ნიკა ამაშუკელი ზელანდიასა და ავსტრალიას შორის მატჩში იმსაჯებს

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

2024 წლის 'ბლედისლოუს' მეორე ფინალს ქალაქი ველინგტონი და "SKY STADIUM" უმასპინძლებს. ახალ ზელანდიელები კიდევ ერთხელ შეეცდებიან 'უოლაბების' დამარცხებას და ტრადიციული თასის სახლში წაღებას. ახლახან გახდა ცნობილი, რომ ამ ისტორიულ შეხვედრას, ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი მოემსახურება.

როდესაც ბავშვობაში კომპიუტერში რაგბი-08ს ვთამაშობდი, ზელანდია - ავსტრალიის მატჩის დროს ეკრანზე უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა. ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მისი ნაწილი გავხდებოდი. ბლედისლოუს თასი ასეთია: უძველესი, ხატოვანი და ვარსკვლავებით გადაჭედილი. - წერს ამაშუკელი სოციალურ ქსელში
View this post on Instagram

A post shared by Amashukeli Nika (@nika.amasha)

ბლედისლოუს თასი არის რაგბის კავშირის ყოველწლიური შეჯიბრი ავსტრალიის 'უოლაბებსა' და ახალი ზელანდიის 'ოლ ბლექსის' ეროვნულ გუნდებს შორის, ისინი ერთმანეთს 1930 წლიდან ებრძვიან. შეჯიბრების ჩატარების სიხშირე იცვლებოდა, ისევე როგორც თითოეულ ტურნირზე ჩატარებული მატჩების რაოდენობა, მაგრამ ის ამჟამად შედგება ყოველწლიური სამმატჩიანი სერიისგან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წლებში, ორ მატჩამდეა შემცირებული. ზელანდიელებს თასი 51-ჯერ აქვთ მოგებული, ავსტრალიელებს კი - 12-ჯერ.

სხვა სტატიები