Belive

ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალურ მატჩს გაუძღვება

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

საუკეთესო ქართველმა არბიტრმა - ნიკა ამაშუკელმა, მორიგი მაღალი დონის დანიშვნა მიიღო. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ ქაფის 1/2-ფინალურ მატჩს გაუძღვება.

4 მაისს, ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალში "გლოსტერისა" და "ბენეტონის" დაპირისპირება შედგება. ნიკა ამაშუკელი კი აღნიშნული მატჩის მთავარ არბიტრად გაირჯება.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნიკა ამაშუკელი მაღალი დონის, პრინციპულ მატჩზე იმუშავებს. პროფესიონალური სამჯაჯო კარიერის განმავლობაში, ამაშუკელი სანაკრებო და საკლუბო დონეზე არაერთ გამორჩეულ მატჩს გაუძღვა - მათ შორის 6 ერზე, საერთაშორისო ტესტებზე და რაგბის მსოფლიო თასზე.

სხვა სტატიები