Belive

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სტიუარტ ჰოგი კარიერას დაასრულებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

შოტლანდიის ნაკრების ლეგენდარული მორაგბე - სტიუარტ ჰოგი, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სარაგბო კარიერას დაასრულებს.

ამის შესახებ შოტლანდიელმა მორაგბემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, მე პროფესიონალურ სარაგბო კარიერას დავასრულებ.

ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი მაქვს ჩატარებული, "ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში" 3 მატჩი მაქვს ნათამაშები, მთელი ჩემი სარაგბო კარიერა კი 2 გუნდს შევწირე, ახლა წასვლის დროა..."

სტიუარტ ჰოგი შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლეგენდაა. 30 წლის ჰოგი, ზედიზედ 2-ჯერ, 2016 და 2017 წლებში 6 ერის წლის საუკეთესო მორაგბე გახდა. 2019-2020 წლებში კი ინგლისურ "ექსეტერ ჩიფსთან" ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები