Belive

მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მორაგბე გამოეთიშა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

ხერხემლის მალის ტრავმის გაუარესების გამო, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ჯაფარიძე ვეღარ დაეხმარება. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

უკვე ცნობილია, რომ მის ნაცვლად ,,ბორჯღალოსნებს'' ირაკლი აფციაური შეუერთდება.

დღეს ინფორმაცია კიდევ ერთ ტრავმირებულ მოთამაშეზე გავრცელდა - ნაკრებს ბექა გორგაძე გამოაკლდა, რომელიც ოთარ გიორგაძემ ჩაანაცვლა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ მატჩს შაბათს, 30 ოქტომბერს, ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები