Belive

მორაგბე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და მსოფლიო თასზე ითამაშებს

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
31 წლის წარმოშობით ახალ ზელანდიელი მორაგბე, რომელიც ტონგას ნაკრების სახელით ასპარეზობს - ნასი მანუა. ნასი მანუმ უმძიმესი დაავადებისა და ავადმყოფობის შემდეგ გადაწყვიტა რაგბის თამაში კვლავ უმაღლეს დონეზე გაეგრძელებინა და რაგბს დაუბრუნდა. რამდენიმე თვის წინ ნასი მანუმ სიმსივნე დაამარცხა, ახლა კი იგი წყნარი ოკეანის თასის შეჯიბრზე ტონგას ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. 31 წლის მორაგბე ასევე მსოფლიო თასისთვის ტონგას ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა. წარმოშობით ახალ ზელანდიელი მორაგბე 8 ნომრის პოზიციაზე თამაშობს. ნასი მანუს კარიერა 2007 წელს რაგბის კლუბ "ქენთბერში" დაიწყო, სადაც იგი 2007-2014 წლებში ირიცხებოდა. მისი კარიერა 2008-2009 წლებში "კრუსეიდერსში" გაგრძელდა, ხოლო 2010-2015 წლებში იგი "ჰაილენდერსში" ჩაირიცხა. 2015 წლიდან 2017 წლამდე იგი "ედინბურგში" ირიცხებოდა, ხოლო დღეს იგი იტალიურ კლუბ "ტრევიზოში" ირიცხება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი ტონგას ეროვნულ ნაკრებში პირველად 2018 წელს გამოიძახეს და როგორც უკვე აღვნიშვნეთ, მან მოახერხა მსოფლიო თასისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა.

სხვა სტატიები