Belive

მილტონ ჰეიგი: "ქართველი გულშემატკივარი მსოფლიოში საუკეთესოა"

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველო შოტლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა: "რა თქმა უნდა მესმის რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი არიან. პირველი 30 წუთი ჩავაგდეთ და ეს გამოსასწორებელია. ამ მატჩს გავაანალიზებთ და ვეცდებით შემდეგზე უკეთესად ვიასპარეზოთ. გასათვალისწინებელია შოტლანდიელთა სისწრაფეებიც და ჩვენი ზედმეტად ბევრი ჯარიმაც. მეტოქემ წნეხის ქვეში მოგვაქცია და ამიტომაც დავუშვით ბევრი შეცდომები. პირველადაა ისტორიაში როცა 2 კვირაში, 2 მატჩი გვიწევს პირველი დონის ქვეყანასთან და ეს განსაკუთრებული მოვლენაა. ხშირად არ ვეთამაშებით პირველი დონის გუნდებს და საწყისი შეცდომებიც ამისი ბრალი იყო. ვეცადეთ "კინგსთან" დაშვებული შეცდომები გამოგვესწორებინა და ვეცდებით მომავალი მატჩი კიდევ უკეთესად ვითამაშოთ. მიღებული გამოცდილება საქართველოში ფასდაუდებელია, როგორც ჩემთვის ასევე ჩემი ოჯახისთვის. მეც და ჩემს ოჯახსაც თავი ქართველებად მიგვაჩნია. ეს ის ანგარიში არ არის რითიც მინდოდა ბოლო თამაში დამესრულებინა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგებს, მე არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ რომ ისინი მსოფლიოში საუკეთესო არიან, სიტუაციის გრძნობით და ემოციურობით. "   მიხეილ ნარიაშვილი: "ჩვენი მხრიდან მეტის მოლოდინი იყო, მაგრამ არ გამოვიდა ის რაც გვსურდა. გასათვალისწინებელია ისიც რომ 4 დღის წინ მატჩი გვქონდა და მოსამზადებელ პერიოდსაც ახლახანს მოვრჩით. შოტლანდია გამოცდილი გუნდია. ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო თასზე კარგ ფორმაში ყოფნაა და ამისთვის ვემზადებით. უბედნიერესი ვიქნებოდი რომ მერაბს ეჭიროს ჩემი ადგილი როგორც კაპიტანს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა ჩემი მისამართით. "

სხვა სტატიები