Midi Olympique - ნინიაშვილი Top 14-ის მე-16 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
8 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საფრანგეთის Top 14-ის მე-16 ტურის შეხვედრაში, "ლიონისა" და "ოიონას" დაპირისპირება შედგა. ლიონში გამართული მატჩი, მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, 43:26 დასრულდა.
"ლიონის" გამარჯვებაში ლომის წილი დავით ნინიაშვილმა დაიდო, რომელმაც ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ქართველმა ვარსკვლავმა ორი ულამაზესი ლელო გაიტანა და მატჩში საუკეთესო იყო. ნინიაშვილის ბრწყინვალე თამაშმა უყურადღებოდ არ ჩაიარა და ავტორიტეტული სპორტული გამოცემის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
Midi Olympique - მე-16 ტურის სიმბოლური გუნდი
15. გურგესუ, 14. დაქუვაკა, 13. კოსტესი, 12. გუდჰუე, 11. ნინიაშვილი, 10. კარბონელი, 9. კულილუ, 8. კასტრო-ფერეირა, 7. უაითლოკი, 6. სობელა, 5. ნაკარავა, 5. არადუ, 3. როლოფსი, 2. კოლტმანი, 1. ტიჩიტი.