მერაბ შარიქაძე: "ორმა ისტორიულმა გამარჯვებამ დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობები მოგვანიჭა"
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2023 წლოს რაგბის მსოფლიო თასზე, ბორჯღალოსნები პირველ და უპრინციპულეს შეხვედრას ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.
ავსტრალიასთან გასამართი მატჩის წინ, ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ მედიასთან ისაუბრეს.
ბორჯღალოსნების კაპიტანი მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდება და გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
"ტიერ 1-ის დონის გუნდებთან ორმა გამარჯვებამ (იტალიასთან და უელსთან) დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობები მოგვანიჭა და რა თქმა უნდა, ავსტრალიასთან მოსაგებად გამოვალთ.
ხვალინდელ თამაშს იმდენად ველოდებით, რომ ცოტა აჟიტირებულები ვართ და ერთი სული გვაქვს, თუ როდის გავალთ მოედანზე.
რამდენადაც კარგია ტიერ 1-ის დონის გუნდებთან გამარჯვება და ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევა, მეორე მხრივ რომ შეხვედოთ, ავსტრალია თუ აქამდე ჩვენთან ცოტა "ზერელედ" გამოვიდოდა სათამაშოდ, ახლა ბევრად უფრო მონდომებითა და სიძლიერით გამოვლენ მოედანზე.
ჩვენ ვითამაშებთ მხოლოდ გამარჯვებისთვის, დანარჩენს კი ხვალ ვნახავთ..." - მერაბ შარიქაძე