Belive

მერაბ შარიქაძე: “მაისურები გვეცვა იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო”

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
“მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო”,-ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.
“ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულია. არამარტო მორაგბეებისთვის ზოგადად საქართველოსთვისაც. როგორც დავპირდით გულშემატკივარს ბოლომდე დავიხარჯებოდით, ბოლომდე დავიხარჯეთ, ღვთის წყალობთ, ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა თამაში. მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო. საქართველოს რუკა ეხატა და არაფერი სხვა! ჰიმნი იმიტომ იყო ემოციური, რომ ყველაზე ახლოს არის ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან. საქართველოსთვის ვითამაშეთ ეს თამაში და მოვიგეთ”,-განცხადა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა - მერაბ შარიქაძემ.

სხვა სტატიები