Belive

მერაბ კვირიკაშვილმა სარაგბო კარიერა დაასრულა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

ქართული რაგბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულემ, 38 წლის მერაბ კვირიკაშვილმა, სარაგბო კარიერა დაასრულა.

"ბორჯღალოსანთა" შემადგენლობაში მერაბ კვირიკაშვილის დებიუტი 2003 წელს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ კი იგი ნაკრებში 15 წლის განმავლობაში თამაშობდა.

სწორედ მერაბ კვირიკაშვილი იყო პირველი ცენტურიონი (100+მატჩი) მორაგბე საქართველოს ნაკრების რიგებში. ასევე, მერაბ კვირიკაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულის მფლობელია. მის ანგარიშზე 838 ქულაა.

მეკოს "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობაში 16 ლელო აქვს დადებული.

მისი კარიერა ქართული კლუბი "ლელოდან" დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ ფრანგულ გუნდში თამაშობდა. 2017 წელს მერაბ კვირიკაშვილი "ლელოში" დაბრუნდა, შემდეგ კი დიდ 10-ში ახლადაღზევებულ კლუბ "ყაზბეგში" გადავიდა. სწორედ ამ კლუბის შემადგენლობაში დაასრულა სარაგბო კარიერა.

მერაბ კვირიკაშვილი სარაგბო კლუბ "აკადემიას" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

სხვა სტატიები