Belive

მერაბ კვირიკაშვილი რაგბის კლუბ ტაოს დაემატა

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

ლეგენდარული "ბორჯღალოსანი", ყველა დროის საუკეთესო მექულე და ცენტურიონი - მერაბ კვირიკაშვილი, "ტაოს" დაემატა და რაგბის კლუბს პირველი ლიგის მოგებასა და დიდ 10-ში აღზევებაში დაეხმარება.

40 წლის მერაბ კვირიკაშვილი უკანასკნელად "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბში მოღვაწეობდა, თუმცა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანზე მოთამაშედ ბრუნდება. კვირიკაშვილს "ტაოში" ყოფილი "ბორჯღალოსანი" გიორგი შკინინი დახვდება, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს.

პირველი ლიგის მიმდინარე სეზონში, "ტაო" სატურნირო ცხრილის სათავეშია. 12 მატჩში მოპოვებული 11 გამარჯვებითა და მხოლოდ 1 მარცხით, "ტაომ" 49 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსანს 5 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები