მძიმე დარტყმა საფრანგეთს - ნტამაკი რაგბის მსოფლიო თასს გამოტოვებს
საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლაზარეთიდან, უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. "ლე ბლეს" ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული მოთამაშე, რომან ნტამაკი 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ვერ იასპარეზებს.
L'Equipe-ს მტკიცებით, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ტესტ-მატჩში, რომელშიც საფრანგეთისა და შოტლანდიის დაპირისპირება შედგა (30:27), ნტამაკმა მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიო თასზე, მისი ასპარეზობა პრაქტიკულად გამორიცხულია. ნტამაკის მთავარ შემცვლელად, მეტიუ ჟალიბერი განიხილება.
შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასს საფრანგეთი მასპინძლობს. საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები A-ჯგუფში იასპარეზებს და გახსნით მატჩში, ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.
🚨🚨 Victime d'une rupture du ligament croisé du genou gauche, Romain Ntamack ne disputera pas la Coupe du monde avec le #XVdeFrance !
— RUGBYRAMA (@RugbyramaFR) August 14, 2023
Plus d'infos > https://t.co/A9cCCiBKmZ pic.twitter.com/4J2gMms7ZG