მარკ ჰეინს დენიელი - ქართული რაგბი და ეკონომიკური ეფექტი
2 წლის წინ
რაგბი
5 წთ
– სამეფო ოჯახებს გულისხმობთ, რომელთაც ტრადიციულად განსაკუთრებული ინტერესი აქვთ რაგბისადმი? – არამხოლოდ, თუმცა მათაც – დიახ, – ცნობილი ფაქტია სამეფო ოჯახების ინტერესი და უშუალო ჩართულობა რაგბიში, რაც ამ სპორტისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. რაგბი განუყოფელი ნაწილია ოქსფორდის, კემბრიჯის, იტონის უნივერსიტეტები და კოლეჯები, სადაც არისტოკრატია იღებს განათლებას და ამ სპორტის სიყვარული თაობიდან თაობებს გადაეცემა. არისტოკრატიის ცნობილი სახეები არამხოლოდ ესწრებიან რაგბის მატჩებს, არამედ თავადაც მონაწილეობენ ამ სპორტში რაც რაგბის ხიბლს ზრდის და ერთგვარ გლამურს მატებს მას, – ვფიქრობ ამ ხაზის განვითარების პერსპექტივა საქართველოშიც შესაძლებელია.
– ბათუმში გულშემატკივრის ნახევარს ქალები შეადგენდნენ – რამდენად პერსპექტიულია ეს რაგბის ეკონომიკისთვის. – იტალიასთან მატჩს ჩემს პარტნიორ ქალთან ერთად ვესწრებოდი, რომელიც სერბეთიდან არის და რაგბიზე პირველად იყო, – იმდენად აღფრთოვანდა სანახაობით, რომ ამ ერთი გამოცდილების შემდეგ რაგბის ფანი გახდა. ვფიქრობ, სწორი მარკეტინგით სავსებით შესაძლებელია რაგბის გარშემო ქალი და კაცი გულშემატკივრების თანაბრად შემოკრება, რაც ამ სპორტში ჩადებული ინვესტიციის უკუგების პოტენციალს გაზრდის. ბათუმის მატჩმა გვაჩვენა რომ ეს რეალობაა, ვფიქრობ სოსო ტყემალაძე ბრწყინვალედ უძღვება საქმეს, უთუოდ სწორი ფიგურაა საქართველოს რაგბის ხელმძღვანელად – სწორ მენეჯმენტს უწევს სპორტულ მიმართულებასაც და მარკეტინგულსაც. ამ მხრივ მომწონს, რომ ცდილობს რაგბი ქვეყნის ბრენდის ნაწილად აქციოს, დაუკავშიროს მის ტრადიციებს და ისტორიას. ვფიქრობ რაგბი შექმნილია საქართველოსთვის და საქართველო კი ნაყოფიერი ნიადაგია რაგბისთვის. ეს არის სპორტი რომელიც ბევრი სხვა სახეობის ელემენტებს აერთიანებს, შესაბამისად ის მიღწევები რომლებიც საქართველოს ჭიდაობაში, მძლეოსნობაში ან თუნდაც ჭადრაკში აქვს შეიძლება რაგბიმ გამოიყენოს. – უფრო ფართო კუთხით დანახულ ეკონომიკას როგორ აფასებთ საქართველოში? – მე საქართველოს მიმართ უდიდესი ოპტიმიზმით ვარ სავსე, შარშან საქართველოს მოქალაქეობაც მივიღე და ამ ქვეყანაში ინვესტირებასაც განვიხილავ. ვფიქრობ, ქვეყანა კარგად უმკლავდება პანდემიის, უკრაინაში ომისა და ინფლაციის გამოწვევებს, – ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც ბრიტანეთისას ათჯერ აღემატება. დიდ პერსპექტივას ვხედავ მიზნობრივ ტურიზმში – სპორტული, სამედიცინო, ღვინის, ეკო – მიმართულებით, – ეს ბუტიკური სერვისებია და საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ სწორედ ასეთ ნიშურ და ძვირადღირებულ ბიზნესზე უნდა გააკეთოს აქცენტი. საინვესტიციო პოტენციალს ვხედავ აგრო-წარმოებაში, ჰიდრო-ენერგეტიკაში, ტექნოლოგიურ სტარტაპებში და ასევე კაპიტალის კერძო ფონდების განვითარებაში, – ამაზე მუდმივად ვსაუბრობ საერთაშორისო ბიზნეს-მედიაში.
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი