Belive

ლევან მაისაშვილი: "შოტლანდიის მატჩთან შედარებით უკეთესი მატჩი გვქონდა..."

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
სულ ახლახანს, შემოდგომის ერთა თასის პირველი ტურის მატჩი დასრულდა "თვიქენჰემის" სტადიონზე, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე ჩემპიონთა 40:0 დამარცხდა. მატჩის შემდგომ კი დღევანდელი მატჩი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა - ლევან მაისაშვილმა შეაფასა.
შოტლანდიის თამაშის შემდეგ იყო მომენტები, სადაც უკეთესად გამოვიყურებოდით. რეალურად ინგლისი ბევრად ძლიერი ნაკრებია, ვიდრე შოტლანდია. ძალიან რთულია, რომ 90% დაცვაში დგომა გვიწევდა პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში კი შედარებით შევძელით დალაგება. საბოლოოდ შოტლანდიასთან შედარებით უკეთესი მატჩი გვქონდა, თუმცა ეს ის თამაში არ იყო, რისი ჩვენებაც გვსურდა.  ამ თამაშიდან ბევრი ახალი დადებითი თვისება ვისწავლეთ და ჩვენ თამაშიდან თამაშამდე გავიზრდებით, რადგან აქამდე არასდროს გვქონია იმის ფუფუნება, რომ ასეთი დონის ნაკრებებთან ხშირად გვეთამაშა.   დიახ, მოლში გვიჭირს, რადგან ახალი გუნდი გვყავს, ახალი ბიჭები არიან და შეთამაშება ჯერჯრობით უჭირთ. კოტე მიქაუტაძე ნაკრებში ყოველთვის გამორჩეული იყო მეორე ხაზში და უკვე კარგახანია იგი არ გვყავს, თუმცა შემდეგ მატჩში უელსისთვის კოტე დაგვიბრუნდება და ეს ასპექტი მკვეთრად გამოსწორდება.  დღეს სიურპრიზი არაფერი არ ყოფილა, თუ რამე ვერ გავაკეთეთ დღეს ინდივიდუალურად ვერ შევასრულეს, გუნდურად ვერ შევასრულეთ. ინგლისის ნაკრები კარგად გვყავდა გარჩეული, თუმცა ჩვენთვის ინგლისის ნაკრები რას შემოგვთავაზებად ეგ არ იყო მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ყოველთვის მთავარია, თუ რა გვაქვს ჩვენ ჩაფიქრებული და რას შევთავაზებთ მოწინააღმდეგეს" - ლევან მაისაშვილი  
 

სხვა სტატიები