ლევან მაისაშვილი მაღალი მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა
9 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "შავი ლომის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი, მაღალი მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილი მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა, რომლის კომპეტენციაში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და აკადემიების სტრატეგიების შემუშავება შედის. ასევე, ლევან მაისაშვილი პირადად მიიღებს მონაწილეობას ეროვნული ნაკრებების წლიური კალენდარის შედგენაში.
ლევან მაისაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი ერთობა და გუნდურობა დიდ შედეგებს მოიტანს.
ლევან მაისაშვილი ქართული რაგბისა და საქართველოს მომავლის დიდი იმედია. მან შექმნა და დაწერა ის ისტორია, რომელიც გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე და თუ ყველანი ერთად დავდგებით, დიდი გამარჯვებებიც აუცილებლად მოვა. ლევანს ამ პოზიციით უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რისთვისაც პირადად მე მას მადლობას ვუხდი. ის არასდროს გაჩერებულა და უკვე დღეიდან შეუდგა ახალ სამუშაოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ჩვენი ერთობა და გუნდურობა დიდ შედეგებს მოიტანს. მადლობა ლევანს განვლილი წლებისთვის და დიდი იმედით შევყურებთ მომავალს. - იოსებ ტყემალაძე.