Belive

ლესტერ თაიგერსმა მამუკაშვილს კონტრაქტი გაუწყვიტა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
"ლესტერ თაიგერსმა" შალვა მამუკაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. კლუბმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. საქართველოს ნაკრების მორაგბე ინგლისში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ დროის მანძილზე 5 თამაში ჩაატარა. "ლესტერ თაიგერსის" ოფიციალური განცხადების თანახმად, მამუკაშვილის გაშვების მიზეზი გუნდში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესია.
"შალვას წარმატებად ვუსურვებთ ახალ ეტაპზე და მადლობას ვუხდით "ლესტერში" გატარებულ მცირე დროში გაწეული შრომისთვის," - ამბობს "თაიგერსის" მთავარი მწვრთნელი სტივ ბორთვიკი.
 

სხვა სტატიები