ლეგიონერები | დებიუტანტები ტოპ 14-ში და აფრასიძის 3 ქულა
3 წლის წინ
რაგბი
3 წთ

ორი ქართველი იყო "ბორდოს" შემადგენლობაშიც. თამაში ძირითადში დაიწყო ლექსო ყაულაშვილმა და ის 58-ე წუთზე ლაშა ტაბიძემ შეცვალა. "ბრივმა" "პერპინიანს" ოთხი ქართველის დახმარებით 36:15 სძლია. სასტარტო 15-ში იყო ლუკა ჯაფარიძე, რომელმაც მოედანზე 53 წუთი გაატარა და ის სოსო ბეკოშვილმა შეცვალა. თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო ვასილ ლობჟანიძე, ხოლო ვანო კარკაძე შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა. "პერპინიანის" რიგებში დებიუტი ჰქონდა გიორგი თეთრაშვილს, რომელიც მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა და 49-ეზე შეცვალეს. "კასტრმა" "პოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 16:12 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, რომელიც გუნდს გასული სეზონის მიწურულს შეუერთდა. "პოს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბექა გორგაძეს. მან ფლანკერის პოზიციაზე თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შესვენებისას შეცვალეს, 58-ე წუთზე კი კვლავ მოედანზე დაბრუნდა. პარიზულ დერბიში "სტად ფრანსე" "რასინგ 92"-ს დაუხვდა და 21:36 დამარცხდა. "სტად ფრანსეს" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს ვასილ კაკოვინი. ფრედ, 24:24 დასრულდა "ტულონისა" და "მონპელიეს" შეხვედრა. ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა. სრულად გაისარჯა სტუმართა 9 ნომერი გელა აფრასიძე, რომელმაც 71-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. "მონპელიეს" რიგებში შეცვლაზე 67-ე წუთიდან ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბექა საღინაძემ, რომელიც "ლიონში" "ორიაკიდან" გადავიდა. მისმა გუნდმა "კლერმონს" 28:19 სძლია. ქართველმა მესამეხაზელმა მოედანზე 80 წუთი გაატარა. "ლიონის" მარქაფაში იყო დავით ნინიაშვილი, მაგრამ მას მოედანზე შესვლა არ მოუწია და მისი დებიუტი გადაიდო. ფოტო: bo-pb წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი