"ხუროშვილი საქართველოს საკვანძო მოთამაშეა" - World Rugby
U20 რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 4 დღით ადრე, მსოფლიო რაგბის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მეტოქეებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ.
მსოფლიო რაგბიმ U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიდან დავით ხუროშვილი გამოარჩია და აღნიშნა, რომ ის საქართველოს საკვანძო მოთამაშეა.
🇬🇪 @GeorgianRugby will be looking to bring the heat to Pool C! 🔥
— World Rugby (@WorldRugby) June 20, 2023
Don't miss any of the World Rugby U20 Championship - kicking off 24 June 🗓️#WorldRugbyU20s pic.twitter.com/uhTic2bkOB
შეგახსენებთ, U20 რაგბის მსოფლიო თასი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები C-ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2023 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასზე
შერკინება: გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ლაშა ფხაკაძე (ნევერი), ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბადრი ციხისთავი (ბეიონი), დავით მჭედლიძე (ტულონი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ნიკოლაძე (აია), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ნიკა ლომიძე (ხარები), ლაშა ციხისთავი (ბეიონი), რატი ზაზაძე (ნევერი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);
ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), სანდრო ჯიღაური (ლელო), ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), პეტრე ხუციშვილი (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა კობაური (პერპინიანი).