Belive

ჯულიან სავეა სუპერ რაგბის ყველა დროის საუკეთესო მელელოვე გახდა

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

სუპერ რაგბის მე-3 ტურში ,,მოანა პასიფიკამ'' ,,მელბურნ რებელსს'' უმასპინძლა და 23:29 დამარცხდა.

მატჩის მეორე ნახევარში ლელოთი თავი გამოიჩინა კუნძულელთა ახალზელანდიელმა ვარსკვლავმა, ჯულიან სავეამ, რომლისთვისაც ეს ლელო ისტორიული გამოდგა.

სავეას სუპერ რაგბიში 61 ლელო დაუგროვდა, რაც ტურნირის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. 33 წლის გარემარბმა ისრაელ ფოლაუს (60 ლელო) რეკორდი გააუმჯობესა.

Top 5 მელელოვე სუპერ რაგბის ისტორიაში:

  1. ჯულიან სავეა- 61

  2. ისრაელ ფოლაუ - 60

  3. დუგ ჰოულეტი - 59

  4. კალებ რალფი - 58

  5. ტი ჯეი პერენარა - 58