ჯორჯიის რაგბის კავშირი: ,,მადლობა მოლოცვისთვის, მაგრამ უელსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია''
2 წლის წინ
რაგბი
1 წთ
მას შემდეგ, რაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა უელსთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირმა (Georgia Rugby Union) სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
,,მიუხედავად იმისა, რომ მოლოცვის წერილებს ვაფასებთ, ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს უელსი არ დაგვიმარცხებია. მაგრამ, მადლობა!
საქართველოს კი ისტორიულ მოგებას ვულოცავთ!'' - წერია ჯორჯიის რაგბის კავშირის ფეისბუკ-გვერდზე.
ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ტიერ 1-ის წარმომადგენელს მოუგეს.