ჯო ვორსლი: "ნინიაშვილს ჯადოსნური მომენტების შექმნა შეუძლია"
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
RugbyPass-თან საუბარში, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბის წევრმა - ჯო ვორსლიმ, დავით ნინიაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთში, ნინიაშვილი სარგებლობს იმ მოთამაშის რეპუტაციით, რომელსაც ჯადოსნური მომენტების შექმნა შეუძლია.
მოახლოებული მსოფლიო თასის წინ, საქართველოში RugbyPass-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა და ბორჯღალოსნების ერთ-ერთ ვარჯიშს დაესწრო, რა დროსაც კომენტარი ჯო ვორსლიმ გააკეთა.
4 წლის განმავლობაში, მრავალი მოთამაშის განვითარება თვალშისაცემია, მაგრამ თუ ვსაუბრობთ X-ფაქტორზე და მოთამაშეზე, რომლითაც ხალხი აღფრთოვანებულია - ესაა ნინიაშვილი. ფულბექი/ფრთა, რომელიც "ლიონში" ასპარეზობს. საფრანგეთში ის უკვე საკმაოდ ცნობილია და სარგებლობს მოთამაშის რეპუტაციით, რომელსაც ჯადოსნური მომენტების შექმნა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ რაგბის მსოფლიო თასზე, მსოფლიო პუბლიკა ნინიაშვილისგან ძალიან ბევრს იხილავს. - ჯო ვორსლი.
შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს, ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის მატჩით გაიხსნება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 9 სექტემბერს, ავსტრალიას დაუპირისპირდება.