იაპონიას ტაიფუნი "ჰაგიბისი" უახლოვდება. ტაიფუნმა უკვე გამოიწვია ორი მატჩის გაუქმება მსოფლიო თასზე, საფრთხე ემუქრება, იაპონია - შოტლანდიის მატჩსაც რომელსაც არსებითი სატურნირო მნიშვნელობა გააჩნია. მატჩის გადადების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე იაპონია გავა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით იაპონელთა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა ისუაბრა: "მე მინდა შევახსენო გულშემატკივარს რომ ეს თვალთმქაცობა არაა. ჩვენ სამი მატჩი ვითამაშეთ და სამივე მოვიგეთ, ასე რომ ჯგუფში პოზიცია დამსახურებულად გვიჭირავს. ეს შედეგი ძალიან ბევრი ადამიანის მძიმე შრომის შედეგია. ჩვენი გუნდი 240 დღის მანძილზე ბაზაზე იყო გამოკეტილი და ვარჯიშობდა. ყველას, სტაფსაც და მოთამაშეებსაც სურთ რომ ეს მატჩი შედგეს."
შოტლანდიელები მსოფლიო თასის ორგანიზებით უკმაყოფილონი არიან, მატჩი თუ არ ჩატარდა ისინი იაპონიას დაემშვიდობებიან. ამ შემთხვევაში სქოთები აპირებენ რომ სასამართლოს მიმართონ.
"ვფიქრობ აქ ერთადერთი განსხვავება ჩვენსა და შტოლანდიას შორის ის არის რომ ჩვენ მთელი ქვეყანა გვიდგას მხარში. ჩემი გუნდი მოტივირებულია რომ რაიმე დიდებულს მიაღწიოს და ჩვენ არ ვერიდებით სირთულეებს. მთელი მედია ტაიფუნზე და სასამართლოზე საუბრობს, რაც არასწორია. ჩვენ თამაში გვსურს და ყველაზე ბევრი ჩვენ გვაქვს დასაკარგი - ეს კი ჯგუფის ლიდერობაა.
ჩვენი მთავარი მიზანია რომ ტოპ გუნდად განგვიხილონ. მინდა რომ ორშაბათს გავიღვიძოთ და ვიცოდეთ, რომ ან ვართ ტოპ 8 გუნდში ან კიდე საკმარისად კარგები არ ვიყავით.
მიუხედავად იმისა რომ ჩემი მოთამაშეების უმრავლესობა არიან პროფესიონალები, ჩვენ როგორც გუნდი მოყვარულები ვართ. როდესაც შეკრებაზე ვიმყოფებით მოთამაშეებს არ უხდიან, ან მათ დღეში 100 დოლარს აძლევენ. ეს სხვა გუნდებთან შედარებით ძალიან მცირე ანაზღაურებაა. " - დაამატა ჯოზეფმა
იაპონია - შტოლანდიის მატჩის შესახებ საბოლოო ვერდიქტს მსოფლიო რაგბი კვირას დილით გამოაცხადებს.