Belive

იტალიის ძირითადი შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ

1 თვის წინ რაგბი
2 წთ

შემოდგომის რიგით მეორე ტესტ-მატჩს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიის წინააღმდეგ გამართავს. 10 ნოემბერს, ახალი ზელანდია XV-ის წინააღმდეგ განცდილი მარცხის (13:31) შემდეგ, ბორჯღალოსნებს მორიგი პრინციპული დაპირისპირება 17 ნოემბერს ელით.

საქართველოსთან მატჩისთვის, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გონსალო კესადამ - "აძურის" ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

იტალიის ძირითადი შემადგენლობა

შერკინება: 1. დანილო ფიშეტი, 2. ჯაკომო ნიკოტერა, 3. სიმონე ფერარი, 4. ნიკოლო ქანონე, 5. დინო ლამბი, 6. სებასტიან ნეგრი, 7. მიჩელე ლამარო (c), 8. როს ვინსენტი.

ხაზი: 9. ალესანდრო გარბისი, 10. პაოლო გარბისი, 11. მონტი იოანე, 12. ტომაზო მენონჩელო, 13. ხუან იგნასიო ბრექსი, 14. ჯაკომო ტრულა, 15. მეთ გალაჰერი.

მარქაფა: 16. ჯანმარკო ლუჩესი, 17. მირკო სპანიოლო, 18. პიეტრო ჩეჩარელი, 19. რიკარდო ფავრეტო, 20. მანუელ ძულიანი, 21. ალესანდრო ფუსკო, 22. ლეონარდო მარინი, 23. ჯულიო ბერტაჩინი.

იტალიელი მორაგბეები ბათუმში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ცდილობენ. 2022 წლის 10 ივლისს, იტალია გახდა ტიერ 1-ის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ბორჯღალოსნებმა დაამარცხეს - ბათუმში გამართული მატჩი 28:19 დასრულდა.

შეგახსენებთ, იტალიისა და საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, 17:40 საათზე, გენუაში "ლუიჯი ფერარისზე" გაიმართება.

ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩები

  • 10 ნოემბერი - ახალი ზელანდია XV 31:13 საქართველო

  • 17 ნოემბერი - იტალია Vs. საქართველო

  • 24 ნოემბერი - საქართველო Vs. ტონგა

სხვა სტატიები