Belive

იტალია TOP 10-ში შევიდა - მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიო რაგბიმ 27 თებერვალს მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც მხოლოდ 1 ცვლილებაა, თუმცა ქულების მატება-კლებადობა რამდენიმე ნაკრებს დაუფიქსირდა.

ერთადერთი ცვლილება TOP 10-ში მოხდა, კერძოდ კი იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მე-11 პოზიციიდან მე-10 პოზიციაზე გადავიდა და TOP 10-ში მოხვდა. ეს ფაქტი 2013 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

ამის განმაპირობებელი მიზეზი კი 6 ერის მესამე ტურის მატჩში, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დაფიქსირებული ფრეა, რომელმაც იტალიელებს მსოფლიო რეიტინგში +1 ქულა მოუტანა და 76.58 ქულით მეათე პოზიციაზე გადავიდა, ერთი პოზიციით კი ფიჯის ნაკრები დაქვეითდა და კუნძულელები ახლა მსოფლიო რეიტინგის მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან.

საფრანგეთს 1 სარეიტინგო ქულა დააკლდა და 86.39 ქულით კვლავ მსოფლიო რეიტინგის მე-4 პოზიციას იკავებს. 0.96 ქულა დააკლდა ინგლისის ნაკრებს და ზუსტად ამდენი მოემატა შოტლანდიას, რადგან შოტლანდიის ნაკრებმა ინგლისი 31:20 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები კი მსოფლიო რეიტინგში უცვლელად, მე-13 პოზიციაზე 72.68 სარეიტინგო ქულით იმყოფება.

ასე გამოიყურება განახლებული მსოფლიო რეიტინგის TOP 13-ეული

სხვა სტატიები