Belive

ისრაელ ფოლაუს ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებიდან მოკვეთა ემუქრება

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის რაგბის კავშირი ისრაელ ფოლაუს ნაკრებიდან მოკვეთას გეგმავს. წყაროს მტკიცებით, ავსტრალიის რაგბის კავშირის აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელ ფოლაუს მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ჰომოფობიურმა განცხადებებმა განაპირობა. 30 წლის ავსტრალიელმა მორაგბემ სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჰომოსექსუალების მიმართ მკვეთრად ნეგატიური და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოავლინა. ავსტრალიის რაგბის კავშირის მაღალჩინოსნების მტკიცებით, ფოლაუსთან დაკავშირების არაერთი მცდელობის მიუხედავად მორაგბესთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფოლაუს შესაძლოა პრობლემები "უარატასის" შემადგენლობაშიც შეექმნას.
Untitled
შეგახსენებთ, ისრაელ ფოლაუ 2013 წლიდან ირიცხება ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებში. ამ დროის მანძილზე 30 წლის ფულბექმა ნაკრებში 73 კეპის მოხვეჭა შეძლო. რამდენიმე დღის წინ ფოლაუმ რეკორდი დაამხო და სუპერ რაგბის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მელელოვე გახდა - მის ანგარიშზე 60 ლელოა.

სხვა სტატიები